პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთში იძულებით დეპორტირებული 31 უკრაინელი ბავშვი მშობლებს დაუბრუნდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ბავშვების დაბრუნება საქველმოქმედო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ უკრაინის“ ორგანიზებით მოხერხდა. ისინი რუსეთიდან, ბელარუსის გავლით, უკრაინაში ჩაიყვანეს. ერთ-ერთი გადარჩენილი ბავშვი ყვება, რომ მათ „ცხოველებივით“ ექცეოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მშობლებს ისინი აღარ სურდათ.
ომის დაწყების შემდეგ საოკუპაციო ძალებმა უკრაინიდან 16 000-ზე მეტი ბავშვი იძულებით რუსეთში გაიყვანეს.
გასულ თვეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა ბავშვთა უკანონო დეპორტაციისა და სამხედრო დანაშაულებისთვის.