უკრაინელი ბანკირის, ადარიჩის სიკვდილში მის 34 წლის შვილს ადანაშაულებენ

ადარიჩი

შესაძლოა, უკრაინული ბანკის, „ფიდობანკის“ ყოფილი მფლობელის, ოლექსანდრ ადარიჩის მკვლელობაში მისი ვაჟი იყოს ჩართული, რომელიც ცოტა ხნის წინ იტალიაში სასტუმროს ფანჯრიდან გადმოვარდა. გაზეთ „ილ მესაჯეროს“ ცნობით, მილანის პროკურატურამ უკვე გასცა დაპატიმრების ორდერი ესპანეთში მცხოვრები 34 წლის მამაკაცზე.

გამომძიებლების თქმით, მან მამა იტალიაში მიიწვია, რათა ერთობლივი საწარმოს ფარგლებში ფინანსური გარიგება განეხილათ. თუმცა, სინამდვილეში, მან ბიზნესმენისგან კრიპტოვალუტის სახით 250 000 დოლარის გამოძალვა დაიწყო. სტატიაში ხაზგასმულია, რომ გამოძიება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და მამაკაცის დანაშაული არ დადასტურებულა.