„არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - ასტროლოგი 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე
1772473404
ირანმა ისრაელის მიმართულებით მორიგ ჯერზე ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
ისრაელის ცენტრალურ ნაწილში განგაშის სიგნალი ამოქმედდა. გარდა ამისა, როგორც მედია იუწყება, ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქ ეილათში უპილოტო საფრენმა აპარატმა შეაღწია.
ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) განცხადებით, რაკეტების ჩამოსაგდებად ამოქმედებულია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა.
ერთი რაკეტა გალილეაში ჩამოვარდა. მედიის თანახმად, მსუბუქად დაშავდა 64 წლის მამაკაცი. „ცაჰალის“ ინფორმაციით, რაკეტა ლიბანიდან იყო გაშვებული.