პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ჩრდილოეთ კორეა გამოეხმაურა.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „უკრაინას არ აქვს უფლება დააყენოს სუვერენიტეტის საკითხები მას შემდეგ, რაც შეუერთდა შეერთებული შტატების უსამართლო და უკანონო ქმედებებს, რომლებმაც დაარღვიეს ფხენიანის სუვერენიტეტი“. ამის შესახებ Reuters წერს.
„ჩვენ გავაგრძელებთ მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას და განვითარებას ყველა ქვეყანასთან, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს სუვერენიტეტს და დადებითად გვექცევიან სუვერენული თანასწორობის, შიდა საქმეებში ჩაურევლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით“, - ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, თავდაპირველად, ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
ამის შემდეგ, უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.