ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში უკრაინელი 200 მოზარდი მშობლებთან ერთად დასასვენებლად მიიწვიეს

დასვენება

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, ქობულეთის საერთაშორისო სკოლა-ბანაკში „სამშობლო“ ორი კვირით (ივლისსა და აგვისტოში) 200 უკრაინელი მოზარდი მშობლებთან ერთად დასასვენებლად მიიწვიეს.

„ბანაკში გარდა დასვენებისა, ისწავლება ქართული ენა, საქართველოს ისტორია, ცეკვა, სიმღერა, ეწყობა ექსკურსიები და სპორტული შეჯიბრებები.

თანადგომისთვის მადლობას ვუხდით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ბიზნესმენებს: თემურ ჭყონიას, ზაზა გოგოტიშვილს და თენგიზ ბაკურიძეს. ღმერთმა მშვიდობა ჰყოს უკრაინაში და მთელ მსოფლიოში!“ - აღნიშნულია ეპარქიის განცხადებაში.