პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შეერთებული შტატები უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა.
„აშშ-ის საელჩო მოუწოდებს აშშ-ს მოქალაქეები არ შევიდნენ უკრაინაში, ხოლო უკრაინაში მყოფი მოქალაქეები დაუყოვნებლივ გაემგზავრონ კერძო სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებების გამოყენებით, თუ ეს უსაფრთხოა“, - ნათქვამია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
აშშ უკრაინაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დიდ შეკრებებს და ღონისძიებებს მოერიდონ.
„მოერიდეთ დიდ შეკრებებს და საზოგადოებრივ ღონისძიებებს, რადგან ისინი შეიძლება გახდეს რუსეთის სამხედრო სამიზნე უკრაინაში ნებისმიერ ადგილას, მათ შორის მის დასავლეთ რეგიონებში“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.