1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ვერ ვიტყვი, რომ უკრაინაში ტანკების გაგზავნა კონფლიქტის გადაწყვეტის ელემენტი შეიძლება იყოს - ეს სარისკოა და სარგებელს მხოლოდ იარაღით მოვაჭრეებს მოუტანს“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ გააგრძელებს მოლაპარაკებებს რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვიკისროთ ფასილიტატორის როლი, ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - აცხადებს ერდოღანი.
მისი თქმით, ანკარა მოელის ევროპისა და მსოფლიოს მხარდაჭერას მოლაპარაკებებისთვის.
„მოლაპარაკებები უნდა იყოს მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებით და კონფლიქტი სამართლიანად უნდა გადაწყდეს. მე ყოველთვის მაქვს მშვიდობის იმედი. ეს იმედი რომ დავკარგო, მარცვლეულის დერეფანი არ გაიხსნებოდა, არ იქნებოდა პატიმრების გაცვლა“, - განაცხადა ერდოღანმა.