1732386875
უკრაინაში ახლა ძალიან სერიოზულ დროს ვარ, გერმანია თქვენთან დგას - გერმანიის კანცლერი
გერმანიის კანცლერი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა - აუდიენცია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამის შემდეგ ოლაფ შოლცი მოსკოვში გადაინაცვლებს, სადაც მოლაპარაკებას უკვე კრემლის ლიდერთან განაგრძობს.
პოლიტიკური დისკუსიის პარალელურად, სხვადასხვა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას 16 თებერვალს განახორციელებს.
მანამდე კი, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მათი მთავარი გზავნილი ერთია - გერმანია უკრაინის გვერდით დგას. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის აგრესიული რიტორიკა.
"უკრაინაში ახლა ძალიან სერიოზულ დროს ვარ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ერთი გზავნილი - გერმანია თქვენთან დგას. ჩემი ქვეყანა აღფრთოვანებულია უკრაინაში დემოკრატიული მოძრაობით.
ამ რთულ ვითარებაში ჩვენი მიზანია დიპლომატიური გამოსავლის მოძებნა. ჩვენ ვთანხმდებით ერთზე - ჩვენი შეშფოთება საზღვარზე მიმდინარე მოვლენებზე დიდია. რუსეთის სამხედრო აქტივობები სასაზღვრო ტერიტორიაზე ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, მსგავსი აქტივობების განსახორციელებლად, არანაირი მიზეზი არ არსებობს,"- აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.