1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანა იყო, რომელმაც უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო და ერთ-ერთი იყო საქართველო, რომელმაც გამოხატა ძალიან მკაფიო პოზიცია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერას, მსოფლიოში სულ იყო რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც მიიღო რეზოლუცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი იყო საქართველო, სადაც გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა. დავამტკიცეთ საპარლამენტო რეზოლუცია, სადაც გამოვუცხადეთ მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს და გამოვთქვით სურვილი ჩვენი წვლილი შევიტანოთ ომის არდაშვებაში უკრაინაში. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ვითარებით, არის რთული და მძიმე ტენდენცია. ჩვენ გვინდა, ომი არ დაიწყოს უკრაინაში, რადგან ეს რთული იქნება მთლიანად რეგიონისთვის, ევროპისთვის. შესაბამისად, ყველას მთავარი ამოცანა უნდა იყოს ომის არდაშვება და აქ თუ რამე შეგვიძლია გავაკეთოთ, მაქსიმუმს გავაკეთებთ, დანარჩენი , დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ჩვენი შესაბამისი რეაქციები გამოხატული იქნება მოვლენების კვალდაკვალ. ჩვენი მხარდაჭერა არის მაქსიმალურად მკაფიო. ვიმედოვნებთ ომი არ დაიწყება. ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ომის არდაშვებისთვის.
ვიღაცები რაღაც შანსებს ხედავენ ამ ომში, მათ შორის საქართველოშიც, რაც არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ ადამიანების მხრიდან 2008 წელს, როდესაც მათ საკუთარი ქმედებებით ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას. ასეთი ადამიანებისგან ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ უნდა განისაზღვრებოდეს და მადლობა ღმერთს, რომ არც განისაზღვრება. მათ უნდა გვაცადონ იმ საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომლის შედეგია ის, რომ პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნება“, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა. ჩვენ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას გავაგრძელებთ, ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ“, - განცხადა ირაკლი კობახიძემ.