VIDEo: „რაფერ ბედავს მაგას მაი?!...“ - დაკავებულები არიან "კვერცხა", "კვატია", "გოტო"
1742884603
უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შეერთებული შტატების შუამავლობით საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში დღეს დაიწყება.
შეერთებული შტატების დელეგაცია ჯერ უკრაინის დელეგაციას შეხვდება, შემდეგ, კი მოლაპარაკებები რუსეთის მხარესთან გაგრძელდება. შეხვედრის დაწყების ზუსტი დრო უცნობია. ცნობილია ის, რომ ომში მყოფ ქვეყანას ტერიტორიების გაყოფაზე საუბარი მოუწევს.
ამის შესახებ ცნობა მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე ტრამპის ადმინისტრაციამ გაავრცელა. უკრაინის რადას დეპუტატი აცხადებს, რომ საუდის არაბეთში უკრაინული დელეგაცია შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან შეათანხმებს იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომლებიც არ შეიძლება, გახდეს რუსეთის სამიზნე.