სტამბოლი-ბათუმის რეისის თვითმფრინავი უამინდობის გამო აეროპორტში ვერ ჯდება
1745086126
სტამბოლის ოპოზიციონერი მერის გათავისუფლების მოთხოვნით თურქეთში დემონსტრაციები არ წყდება. ამ დროის მონაცემებით, დაკავებულია ჯამში 1 133 მოქალაქე. დაკავებულთა შორისაა 10 ჟურნალისტია.
ერდოღანმა პროტესტს "ძალადობის მოძრაობა" უწოდა და დემონსტრაციები დაგმო. პროტესტის ეპიცენტრია ქვეყნის ყველა უმსხვილესი ქალაქი, ანკარაში ღამით პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.
შეგახსენებთ, სტამბოლის მერი სავარაუდო კორუფციისა და ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის დააკავეს.