„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლზე იერიში მიიტანეს.
რეგიონის გუბერნატორის, მიხაილ ევრაევის თქმით, დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს, თუმცა ერთ-ერთი უპილოტო სამრეწველო ობიექტს მოხვდა. გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს და დაშავებულები არ არიან.
დრონებით თავდასხმის გამო იაროსლავლში დროებით დახურეს ქალაქიდან მოსკოვის მიმართულებით გასასვლელი.
რეგიონის გუბერნატორს მოძრაობის შეზღუდვის მიზეზები არ დაუზუსტებია. ქალაქიდან მოსკოვის მიმართულებით გასასვლელი სამრეწველო ზონასთან ახლოს მდებარეობს. ასევე ამავე ტერიტორიასთან განლაგებულია ნავთობგადამამუშავებელი საწარმოც.
უკრაინული ტელეგრამ-არხები ამტკიცებენ, რომ დარტყმის სამიზნე ნავთობის გადატუმბვის სადგური „იაროსლავლ-3“ იყო.
უკრაინული დრონები იაროსლავლში მდებარე სამრეწველო ობიექტებს მანამდეც არაერთხელ დაესხნენ თავს.
აპრილის ბოლოს უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „სლავნეფტ-იანოსზე“, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოა. იმავე ქარხანაზე თავდასხმა მაისის დასაწყისშიც განხორციელდა.
წყაროების ცნობით, დარტყმების გამო საწარმო იძულებული გახდა მკვეთრად შეემცირებინა ან დროებით შეეჩერებინა წარმოება.