უკრაინა თავის მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან

უკრაინა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს რუსეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. ხოლო, ვინც რუსეთში იმყოფება დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა, ასევე გამოიწვიოს რუსეთის ტერიტორიაზე საკონსულო დახმარების უზრუნველყოფის შესაძლებლობების არსებითი შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავოს რუსეთის ფედერაციაში ნებისმიერი მიზნით გამგზავრებისგან, ხოლო ვინც იმყოფება ამ ქვეყანაში, დაუყოვნებლივ დატოვონ მისი ტერიტორია“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული რეკომენდაციების უგულებელყოფა მნიშვნელოვნად გაართულებს რუსეთში უკრაინის მოქალაქეების დაცვას.