„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
უკრაინა მზადაა, თურქეთთან, რუსეთთან და გაეროსთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, მარცვლეულის გადაზიდვა დაიწყოს, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თმით, ქვეყანა ახლა პარტნიორებისგან სიგნალის მიღების მოლოდინშია.
„ჩვენი მხარე სრულ მზადყოფნაშია. ჩვენ ყველა სიგნალი გავუგზავნეთ ჩვენს პარტნიორებს - გაეროს, თურქეთს, ჩვენი შეიარაღებული ძალები უსაფრთხოების გარანტიას იძლევიან. ინფრასტრუქტურის მინისტრი პირდაპირ კავშირშია თურქულ მხარესთან და გაეროსთან. ველოდებით მათგან სიგნალს, რომ დაწყება შეგვიძლია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პირველი გადაზიდვები შესაძლოა პარასკევს დაიწყოს.
პირველად 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის საზღვაო პორტებში მუშაობა განახლდა - უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მარცვლეულით დატვირთული 10 გემი გასასვლელად მზად არის.