მსოფლიოში არავინ იმდენ ინვესტიციას არ დებს ტერორიზმში, როგორც რუსეთი - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვა გაავრცელა, სადაც განვლილი დღე შეაჯამა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მსოფლიოში არავინ დებს ტერორიზმში იმხელა ინვესტიციას, რამდენსაც რუსეთი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„დღის მხოლოდ პირველ ნახევარში, მხოლოდ კიევში განგაშის სიგნალი ოთხჯერ ჩაირთო. რუსეთის არმიამ კიევის რეგიონზე სარაკეტო იერიშები განახორციელა. გრძელდება იერიშები ნიკოლაევზე, დონბასზე. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ სენატორებს, რომლებმაც ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, აღიაროს რუსეთი, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო. შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი დღე უკრაინაში, დღევანდელი დღე ან ნებისმიერი სხვა დღე, 24 თებერვლის შემდეგ და ნახოთ, რომ მსოფლიოში არავინ იმდენ ინვესტიციას არ დებს ტერორიზმში, როგორც რუსეთი. ამას ნამდვილად სჭირდება გლობალური სამართლებრივი პასუხი. არ არსებობს რაციონალური მიზეზი, რომ ასეთი რეაქცია არ არსებობდეს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში“,- განაცხადა ზელენსკიმ.

.