უელსის პრინცესა: სიმსივნეზე მკურნალობის შემდეგ რემისიას მივაღწიე და ეს ნამდვილი შვებაა

ფოტო: Reuters

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი The Royal Marsden-ის კლინიკაში მივიდა, სადაც ის მკურნალობას გადიოდა და მედპერსონალს ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა, - იუწყება SkyNews-ი.

ქეით მიდლტონმა თავისი დიაგნოზის შესახებ მიმართვა წინა წლის მარტში გააკეთა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კლინიკის პერსონალს იმისთვის, რომ ისინი ზრუნავდნენ ჩემზე წინა წლის განმავლობაში. რემისია - ნამდვილი შვებაა. მე ახლაც ორიენტირებული იმისკენ ვარ, რომ გამოვჯანმრთელდე“, - განაცხადა უელსის პრინცესამ.

43 წლის ქეით მიდლტონი კლინიკის პაციენტებს შეხვდა და მათ თავისი გამოცდილება გაუზიარა. უელსის პრინცესამ ქიმიოთერაპიის კურსის დაწყებამდე მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაიტარა.

კენსიგტონის სასახლეში განაცხადეს, რომ ქეით მიდლტონი თავის საჯარო გამოსვლებს ნელ-ნელა დაუბრუნდება.