ქარბუქი, თოვლი, ნისლი, წვიმა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1767817342
უამინდობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, საფრანგეთში ხუთი, ბოსნიაში კი ერთი ადამიანი დაიღუპა. ევროპაში ყინვა და თოვლი მესამე დღეა მძვინვარებს. ყინვამ, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში, ფრენებისა და მატარებლების რეისების გაუქმება გამოიწვია. ასევე, მძღოლებისთვის საშიში პირობებია შექმნილი. ინფორმაციას france24-ი ავრცელებს.
ამასთან, დიდ ბრიტანეთში, ნორფოლკში ღამით ტემპერატურა -12.5°C-მდე დაეცა, ხოლო ნიდერლანდებში -10°C-ზე დაბალმა ტემპერატურამ მატარებლების მოძრაობა შეაჩერა.
ამსტერდამის აეროპორტ სხიპჰოლში, ნიდერლანდების მთავარ საავიაციო ცენტრში, ცუდი ამინდის გამო, რეისები ზედიზედ მეორე დღეა უქმდება: სამშაბათს 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა და მგზავრებს ავიაკომპანიების რეგისტრაციის პუნქტებთან უზარმაზარი რიგები დახვდათ.
BBC-ის ცნობით, უამინდობის გამო პრობლემებია შოტლანდიაშიც. სამშაბათს, შოტლანდიაში 300-ზე მეტი სკოლა დაიხურა. ამასთან, მატარებლების მოძრაობაც მნიშვნელოვნად შეფერხდა.
ბრიჯიტ ბარდოს გარდაცვალების მიზეზი გაირკვა
1767882121
სოფო ბედია მიმართვას ავრცელებს
1767695804