გერმანიის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და მოუწოდა მსოფლიოს, არ დაუშვან მსოფლიო წესრიგის დაშლა და მისი გადაქცევა „ავაზაკთა ბუნაგად“

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და მოუწოდა მსოფლიოს, არ დაუშვან მსოფლიო წესრიგის დაშლა და მისი გადაქცევა „ავაზაკთა ბუნაგად“, სადაც „არაკეთილსინდისიერები იმას იღებენ, რაც სურთ“.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გარდამტეხ მომენტად აღწერისას, შტაინმაიერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ქცევა მეორე ისტორიულ რღვევას წარმოადგენს.

„შემდეგ მოდის ღირებულებების რღვევა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან, რომელიც დაგვეხმარა ამ მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა შტაინმაიერმა.

„საუბარია იმაზე, რომ არ დავუშვათ მსოფლიოს გადაქცევა ავაზაკთა ბუნაგად, სადაც ყველაზე უსინდისონი იღებენ იმას, რაც სურთ; სადაც რეგიონებს ან მთელ ქვეყნებს განიხილავენ, როგორც რამდენიმე დიდი სახელმწიფოს საკუთრებას“, - აღნიშნა მან.