1741952391
თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხრამში გადავარდა - არის მსხვერპლი

თურქეთის სამხრეთით, ანტალიის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი დაახლოებით 25 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის 8 ბავშვია.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ადამიანური ფაქტორი გახდა. როგორც პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, ავტობუსის მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვას ვერ გაუმკლავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც სამგზავრო ავტობუსი ხრამში გადავარდა.
ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების, სამაშველო და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. 33 დაშავებული მედიკოსებმა უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი დაშავებული დაიღუპა. ექიმების განმარტებით კიდევ 3 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დანარჩენების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.