თურქეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

თურქეთო

 თურქეთის გარემოს სამინისტროს ინფორმაციით, მეტეოროლოგებმა ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დააფიქსირეს. პარასკევს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სილოპიში თერმომეტრის მაჩვენებელი +50,5C გრადუსამდე აიწია.

სილოპი თურქეთის ერაყთან და სირიასთან საზღვრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. მაღალი სიცხის გამო ქვეყანაში ტყის ხანძრები მძვინვარებს.

ტემპერატურის წინა რეკორდი თურქეთში 2023 წლის აგვისტოში დაფიქსირდა - 49,5C.