ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
მიწისძვრის შედეგების გამო, თურქეთში საერთო სამარხები ეწყობა.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, მიწისძვრის შედეგად, რომელმაც თურქეთსა და სირიაში უკვე 24 600 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ნურდაღის სასაფლაოზე თავისუფალი ადგილები აღარ არის, რის გამოც, როგორც მინიმუმ ხუთმა იმამმა ქალაქში საერთო სასაფლაოების გახსნის შესახებ გამოაცხადეს.
„ხალხის ორმოცი პროცენტი, ვინც აქ ცხოვრობდა, შესაძლოა, გარდაცვლილი იყოს. ორშაბათიდან დამარხული ცხედრების თვლა შევწყვიტე. სასაფლაო გავაფართოვეთ. ნანგრევების ქვეშ ხალხი ჯერ კიდევ რჩება. გამოყვანის შემდეგ მათაც დავმარხავთ. მოქალაქეების დახმარებით ცხედრებს გვიან ღამითაც ვმარხავთ”, - თქვა ნურდაღიში მყოფმა იმამმა სადიქ გიუნეშმა.
Los Angeles Times-ის ინფორმაციით, საერთო სამარხები ქალაქ ქაჰრამანმარაშის მიდამოებშიც ეწყობა.