პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას საქართველოს მოქალაქეც ემსხვერპლა. დაღუპულია 67 წლის ნანი ზარანდია. ის თურქეთის სამხრეთის ნაწილში, ქალაქ ანთაქეაში, 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. დაღუპულია ქალიც, რომელსაც ქართველი ემიგრანტი უვლიდა.
ოჯახის წევრებს ზარანდიას დაღუპვა იმ ოჯახმა შეატყობინა, სადაც ქალი მუშაობდა. მათი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ემიგრანტი ქალი კი ნანგრევებში მოჰყვა.
ნანი ზარანდიას შესახებ „პრაიმტაიმს“ მისი რძალი უყვება.
„ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 19 წელი მისი რძალი ვარ მე არ მახსოვს ჩვენ ცუდი გვეთქვა ერთმანეთისთვის. მზრუნველი, წესიერების ეტალონი იყო.
არ გვიჭირდა, რომ ასე ეწვალა. ბოლოს ვთხოვდით, დედა ჩამოდი და გეყოფა ამდენი წვალება-თქო. კიო დედა ჩამოვალო ოღონდ ამ ოჯახს პირობა მივეცი, როცა მამაშენი მოკვდება, მეორე დღესვე წამოვალო. ის მოხუცი 100 წელს ამთავრებდა რამდენიმე თვეში. ყოველ დღე შეიძლება რამე დაემართოსო, ცოდოა ვერ დავტოვებო. მესმის მისი, რომ ეცოდებოდა, მაგრამ ჩვენ რომ ასე გაგვწირა და უცხო მიწაზე დალია სული. თუ სადმე წვალობ ესეც არ ვიცით, ეს ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე მოუნელებელია. რომ ვერ ვიპოვო მოვკვდები. მკვდარი რომ სანატრელი გაგიხდება. იმდენი წვალების შედეგად ისე კარგად მივყვებოდით საქმეს, წინ წავედით დიდი წვალების შედეგად და ბოლოს ასეთი დასასრული...“,- ამბობს რძალი ჩვენთან საუბრისას.