პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თურქეთის პოლიციამ დააკავა 12 ადამიანი, ვისაც კორპუსების ნგრევაში, სავარაუდოდ, წვლილი მიუძღვით.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, დაკავებულთა უმეტესობა კონტრაქტორია.
7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე რეგიონებში სულ მცირე 6 000 შენობა ჩამოინგრა. საცხოვრებლების დაბალი ხარისხის გამო მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავს.
მოსალოდნელია, რომ ამავე ბრალდებით თურქეთის მასშტაბით მეტ ადამიანს დააკავებენ. დიარბაქირის პროკურორმა განაცხადა, რომ მხოლოდ მათ რეგიონში დღეს 29 ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს. კიდევ ერთ დაზარალებულ ადანას პროვინციაში კი პროკურატურამ 62 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა.
თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ 10 პროვინციის პროკურატურას სპეციალური "მიწისძვრასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების ოფისების" შექმნა დაავალა.
გარდა ამისა, თურქეთის პოლიციამ 8 პროვინციაში მიწისძვრის შემდეგ მაროდიორობისა და ქურდობის ბრალდებით 48 ადამიანი დააკავა.