პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თურქეთში მომხდარ მიწისძვრას "Rasus Kimya Hatay-ის" ფრენბურთის ნაკრების 4 ფრენბურთელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თურქეთის ფრენბურთის ფედერაციის (TVF) ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაიღუპნენ ჰათაის ფრენბურთის გუნდის სპორტსმენები გოზდე ოზტურკი, დილეკ მუჩუკი, აჰსენ ბაში და ირემ კურთოღლუ.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე ქალაქში, ასევე, სირიაში 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა.