პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოდან 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.
აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რა სახის იყო ტვირთი, რომელიც გუშინ თურქეთში გააგზავნეს.
„ეს იყო, როგორც საკვები, მშრალი ულუფები, ასევე ბავშვთა კვება, ბავშვთა ჰიგიენის სხვადასხვა საშუალება. ასევე იყო თბილი ტანსაცმელი, კარვები, სამედიცინო დახმარების სხვადასხვა აღჭურვილობა და ყველა საჭირო ნივთი, რაც აუცილებელია სამაშველო ოპერაციებში ადამიანების დახმარებისთვის. ტვირთი შედგებოდა შვიდი სატვირთო მანქანისგან, რომელიც საერთო ჯამში, 100 ტონაზე მეტია. დილის მონაცემებით უკვე ტრაპიზონში იყო და ვფიქრობ, გვიან ღამით ანკარაში იქნება, სადაც ჩვენი წარმომადგენლები დახვდებიან და გადაანაწილებენ იმ ლოკაციების მიხედვით, რომელიც მოთხოვნილია ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა აზარაშვილმა.