თურქეთში მიწისძვრა მოხდა

miwiszvra

თურქეთში, ქალაქ ქუთაჰიაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედიაავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 6,13 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ბიძგები ადგილობრივი დროით 07:21 საათზე დაფიქსირდა.

ქალაქში რამდენიმე დღის წინ 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო, რის შემდეგაც არაერთი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.