1745440671
თურქეთში გუშინ 184 მიწისძვრა მოხდა - მოსახლეობის ნაწილმა ღამე ქუჩაში გაატარა

გუშინ, სტამბოლში მომხდარმა 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ თურქეთის მეგაპოლისში დიდი პანიკა გამოიწვია. მოქალაქეების ნაწილმა, ღამე ქუჩაში და სკვერებში გაშლილ კარვებში გაატარა. ინფორმაციას თუქრული მედია ავრცელებს.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, სულ 184 მიწისძვრა დაფიქსირდა, მათგან შვიდი 4 ან მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
მიწისძვრის შემდეგ, სტამბოლის სეისმური რისკის რუკა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა წინა პლანზე.
საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს და სტამბოლის მეტროპოლიტენის მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული სამეცნიერო ანგარიშის მიხედვით, სტამბულის რაიონები მიწისძვრის რისკის მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა.
ცნობისთვის, გუშინ მომხდარ მიწისძვრას სტამბოლში ნგრევა მოჰყვა. დაშავდა 151 ადამიანი.