თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ გუმუშჰანეში იყო.

ბიძგების სიმძლავრემ 4,2 მაგნიტუდა შეადგინა. 

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 5,9 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.