დასახელდა ავტომობილების 12 ბრენდი, რომელთა მოდელებიც ყველაზე არასანდოა
1737054205
თურქეთში სტამბოლის ცენტრალური რაიონის, ბეშიქთაშის მუნიციპალიტეტის მერი დააკავეს, რომელიც ოპოზიციურ „სახალხო-რესპუბლიკურ პარტიას“ წარმოადგენს. პროკურატურა რიზა აქპოლატს სახელმწიფო ტენდერების გაყალბებაში ადანაშაულებს, თუმცა „სახალხო-რესპუბლიკური პარტია“ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
გამოძიება სავარაუდო კრიმინალური ორგანიზაციის საქმიანობაზე მიმდინარეობს, რომელიც სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვით, სატენდერო გარიგებების მანიპულირებაში არის ეჭვმიტანილი.
რიზა აქპოლატი ბრალდებას უარყოფს.
„სახალხო-რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებით, დაკავებისთვის არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და ეს პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებაა.
პარტიის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ ეს არის პარტიის დისკრედიტაციის მცდელობა.
სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუი, რომელიც ასევე „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის” წევრია, არ გამორიცხავს, რომ თავადაც გახდეს გამოძიების სამიზნე.