დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
თურქეთში 2000 წლის წინანდელი მაკიაჟის ნიმუშები აღმოაჩინეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, არქეოლოგებმა არტეფაქტებს თურქეთის დასავლეთ ნაწილში, უძველეს ქალაქ აიზანოიში მიაგნეს. ტერიტორია რომის იმპერიის ხანაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა.
აღმოჩენილ ნივთებს შორისაა პარფიუმერიის ბოთლები და მაკიაჟის ნაშთები, რომლებიც, ძირითადად, თვალის ჩრდილებს მოიცავს. ითვლება, რომ მაკიაჟს რომაელი ქალები 2000 წელზე მეტი ხნის წინაც იყენებდნენ, მაგრამ აქამდე მოპოვებულ არტეფაქტებს შორის ეს ყველაზე კარგად შემონახული და მრავალფეროვანია. ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ არქეოლოგიური სამუშაოების ადგილას წარსულში სამკაულებისა და კოსმეტიკური ნივთების მაღაზია არსებობდა, სადაც სუნამოებსაც ყიდდნენ. ამ დაშვებას ის ფაქტი ამყარებს, რომ არტეფაქტებს შორის სხვადასხვა სტილის ყელსაბამებსა და თმის სამაგრებსაც ვხვდებით.
მასალები შესამოწმებლად ექსპერტიზას გადაეცა. დადგინდა, რომ 2000 წლის წინანდელი მაკიაჟის ნიმუშებიც შეიცავდა პიგმენტებს, რომლებიც დღესაც კი თვალის ჩრდილის დასამზადებლად გამოიყენება. ფერებს შორის წითელი და ვარდისფერი დომინირებს, თუმცა, ზოგადად, ნიმუშების პალიტრა 10 ფერისგან შედგება.
ასევე ნახეთ:
„არ დაუშვათ შეცდომები“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი დღეების მიხედვით