თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-ზე მეტია

თურქეთი

900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ეს იყო 100 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელმაც ბიძგები გამოიწვია ბიძგები მთელს რეგიონში.

უამრავი ადამიანი ამ დრომდე შენობების ნანგრევებშია მოყოლილი. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცავები და არმია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, განმეორებით ბიძგების სიმძლავრე 7,7  მაგნიტუდას შეადგენდა. 

როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, ამ დროისთვის დაღუპულია 912 ადამიანი. დაინგრეულია 2818 შენობა დაინგრა.