1753301140
თურქეთმა თავისი პირველი ჰიპერბგერითი რაკეტა, Tayfun Block-4 წარადგინა

თურქეთმა თავისი პირველი ჰიპერბგერითი რაკეტა, Tayfun Block-4 წარადგინა. თურქული მედიის ინფორმაციით, თავდაცვის გიგანტმა Roketsan-მა სტამბოლში გამართულ IDEF 2025 საერთაშორისო თავდაცვის გამოფენაზე ექვსი ახალი მოწინავე სისტემა გამოიტანა.
Tayfun Block-4 ბალისტიკური რაკეტა Tayfun-ის ჰიპერბგერითი ვერსიაა, რომელიც თურქეთის მიერ წარმოებული ყველაზე დიდი რადიუსის ბალისტიკური რაკეტაა. ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა შვიდ ტონას იწონის, რომელიც თავისი მრავალფუნქციური ქობინით კილომეტრების მანძილიდან შეძლებს მრავალი სტრატეგიული ობიექტის განადგურებას, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემები, სამეთაურო და საკონტროლო ცენტრები, სამხედრო ანგარები და კრიტიკული სამხედრო ობიექტები.
ჰიპერბგერითი რაკეტები მოძრაობენ ხუთი მახის სიჩქარით, ე.ი. ხმის სიჩქარეზე ხუთჯერ სწრაფად. რაკეტების სიჩქარე საათში ექვსი ათას კილომეტრს აღწევს.