მძიმე ავარია თბილისში - დაღუპულია 17 წლის ბიჭი
1751919367
თურქეთის ანტალიის პროვინციის ქალაქ მანავგათში ზოოპარკიდან ლომი გაიქცა და ფერმერს თავს დაესხა. მამაკაცი დაშავებულია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მოგვიანებით, ლომი მონადირეებმა მოკლეს მას შემდეგ, რაც მისი დაჭერა ვერ მოხერხდა. სამძებრო ოპერაციაში სპეციალისტები მონადირეებთან ერთად დრონების გამოყენებით მონაწილეობდნენ.
დაშავებული ფერმერი სულეიმან კირია. მას მინდორში ეძინა, როდესაც მტაცებელი გამთენიისას თავს დაესხა. მან წინააღმდეგობის გაწევა შეძლო, რის შემდეგაც ლომი გაიქცა. მამაკაცი აქდენიზისის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივ მედიასთან საუბარში ის აცხადებს, რომ პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს.
შემთხვევა მანავგატის ზოოპარკში „ლომების მიწა“ მოხდა, სადაც 30-მდე ლომი ბინადრობს. ინციდენტის შემდეგ ზოოპარკი დახურეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ გაიქცა ცხოველი ვოლიერიდან.