ავარია მსხვერპლით დასრულდა - დაღუპულია ქვეითი
1736425042
ტერორისტული დაჯგუფება „ქურთისტანის მუშათა პარტია“ სირიის დატოვების ულტიმატუმს თუ არ შეასრულებს, აუცილებელი პასუხი იქნება სამხედრო ოპერაცია, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საერთაშორისო ტერორისტ მებრძოლებად მიჩნეულმა პირებმა, რომლებიც სირიაში თურქეთიდან, ირანიდან და ერაყიდან ჩადიან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა. ფიდანის განცხადებით, სირიის ახალი ადმინისტრაცია სათანადოდ უნდა შეფასდეს, რადგან მას ომის არ ეშინია.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც ტერორისტული ჯგუფის წევრები სირიას დატოვებენ, სხვა ჯგუფებმა უნდა დადონ იარაღი და შეუერთდნენ ახალ სისტემას.
„სანაცვლოდ, სირიელ ქურთებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“, უნდა შეეძლოთ, ნორმალური ცხოვრებით იცხოვრონ და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ისე, რომ მათ სიცოცხლესა და ქონებას ზიანი არ მიადგეს. სირიის ახალი ადმინისტრაცია ამის გარანტიას იძლევა, რადგან ეს ჩვენი ერთ-ერთი პირობაა“, – აღნიშნა ჰაკან ფიდანმა.