„ანგელოზების დასს შეუერთდა...“ - ვაზიანის N 2 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ლიზი

ვაზიანის N 2 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ვაზიანის N 2 საჯარო სკოლა: პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები მწუხარებას გამოთქვამენ IX კლასის მოსწავლის, ლიზი უგულავას გარდაცვალების გამო. 

ანგელოზების დასს შეუერთდა საოცრად თბილი, მოსიყვარულე, კარგი: მოსწავლე, ამხანაგი, მეგობარი, შვილი და დაიკო.

ვაჟკაცურად ებრძოლა ეს სიფრიფანა გოგო ვერაგ სენს, სამწუხაროდ დამარცხდა. დაგვიტოვა ტკივილი და თბილი მოგონებები.

უფალმა გაანათლოს შენი სული ლიზი, ოჯახს გამძლეობას ვუსურვებთ...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.