თურქეთის პრეზიდენტმა სახელი დაარქვა ახალშობილს, რომელიც ქალს ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ შეეძინა

ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, სტამბოლის ჰოსპიტალში ვიზიტისას, ახალშობილს აიშე ბეტული დაარქვა.

Anadolu Agency-ს ინფორმაციით, ბავშვისთვის სახელის დარქმევა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ახალშობილის დედამ სთხოვა.

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 37 000-ს გადააჭარბა. თურქეთის სტიქიური უბედურების ლიკვიდაციის სამმართველოს მონაცემებით, ქვეყანაში 31 700-მდე ადამიანი დაიღუპა.

სირიაში მსხვერპლის სტატისტიკას გაერო აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც სტიქიამ იქ 6 000-მდე მოქალაქე იმსხვერპლა. სავარაუდოდ ეს სტატისტიკა საბოლოო არ არის. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაორმადგეს. შეიძლება ითქვას, რომ გადარჩენილთა მიგნების ოპერაცია უკვე აღარ ტარდება და მაშველეები გაწმენდით სამუშაოებს შეუდგნენ.

თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ქართველი მეხანძრე-მაშველები პირველივე დღიდან მონაწილეობენ.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გაგაზავნილია სპეცტექნიკა და 100-ზე მეტი მაშველი.

ცნობისთვის, პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები 6 თებერვალს მოხდა.