9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
ცნობილ თურქ შეფმზარეულს, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, საბერძნეთში რესტორანი დაუკეტეს.
ნუსრეთს, რომელიც მიკონოზე ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ რესტორანს ფლობს, საგადასახადო სამსახური შემოსავლების დამალვას ედავება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საგადასახადო სამსახური თურქი შეფის რესტორანში რამდენიმე დღის წინ შევიდა. როგორც აღმოჩნდა, კერძების შეძენისას კლიენტებს ჩეკებს არ აძლევდნენ.
ცნობისთვის, ნუსრეთის რესტორანი 2019 წელსაც დაიკეტა. მიზეზი იმ შემთხვევაშიც შემოსავლების დამალვას იყო.