„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1729792444
გარდაცვლილი თუფაქ შაკურის ოჯახმა ნიუ-იორკელი ადვოკატი, ალექს სპირო და მისი გუნდი დაიქირავა, რათა გამოიძიოს სავარაუდო კავშირი რეპერის მკვლელობასა და შონ კომბსს შორის. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალ The Rolling Stone-ს დაუდასტურეს.
შაკური 25 წლის იყო, როდესაც ლას-ვეგასში მანქანით გადაადგილებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ლეგენდარული რეპერი მიღებული ჭრილობებისაგან გარდაიცვალა. შემთხვევა 1996 წლის 13 სექტემბერს მოხდა, 2023 წლის სექტემბერში კი თუფაქის მკვლელობის საქმეზე დააკავეს დუეინ დევისი, რომელიც წარსულში შეიარაღებული ბანდის ლიდერი იყო. მას მკვლელობის ერთ ეპიზოდში იარაღით სასიკვდილო თავდასხმაში დასდეს ბრალი. დევისის სასამართლო პროცესი 2025 წლის მარტში დაიწყება, მანამდე კი დევისმა განაცხადა, რომ კომბსმა მას 1 მილიონი დოლარი შესთავაზა შაკურის მოკვლისთვის.
ამის შემდეგ Diddy-სა და თუფაქის მკვლელობასთან სავარაუდო კავშირზე სოციალურ მედიაში უამრავი ადამიანი ალაპარაკდა. მსგავსი თეორიის კავშირი იკვეთება ემინემის 2024 წლის ტრეკში Fuel, რომელიც რეპერმა JID-თან კოლაბორაციით ჩაწერა. ტექსტში ემინემი ამბობს, რომ Notorious B.I.G.-ის სიკვდილი თუფაქის მკვლელობის დომინოს ეფექტი იყო. ამავე ტექსტში ემინემი ახსენებს Diddy-ს და სვამს კითხვას, აიღებს თუ არა ის პასუხისმგებლობას.
ჯერ კიდევ 2008 წელს, Diddy-მ უარყო თუფაქის თავდასხმასთან რაიმე კავშირი. „ეს სიცრუეა,” – განაცხადა შონ კომბსმა Los Angeles Times-ის სტატიის შემდეგ, სადაც დაიწერა, რომ Diddy-სთან ასოცირებული პირები იყვნენ თუფაქ შაკურზე თავდასხმის ორგანიზატორები. „არც მე და არც Notorious B.I.G.-ს არ გვქონია რაიმე ინფორმაცია თავდასხმის შესახებ არც შემთხვევამდე, არც მისი მიმდინარეობის დროს და არც მის შემდეგ. მე შოკირებული ვარ, რომ ლოს Los Angeles Times ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა და ასეთი უსაფუძვლო და სრულიად მცდარი ისტორია გამოაქვეყნა,” – აღნიშნა Diddy-მ.
ერთ დროს მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურა შონ კომბსს გასულ თვეს ფედერალურმა ბიურომ სხვადასხვა ბრალდება წაუყენა. მას ტრეფიკინგსა და დანაშაულებრივი ქსელის შექმნა ედება ბრალად.