თუ ვიცე-პრეზიდენტი გააკეთებს იმას, რაც ჩვენ გვსურს, ამის გაკეთება არ მოგვიწევს - ტრამპის ულტიმატუმი ვენესუელის მთავრობას

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარები ვენესუელაში მანამ არ განლაგდებიან, სანამ ნიკოლას მადუროს ვიცე-პრეზიდენტი, დელსი როდრიგესი „გააკეთებს იმას, რაც ჩვენ გვსურს“.

კითხვაზე, იქნებიან თუ არა „აშშ-ის ჯარები ადგილზე ქვეყნის მართვაში დასახმარებლად“, ტრამპმა უპასუხა: „არა, თუ მადუროს ვიცე-პრეზიდენტი - თუ ვიცე-პრეზიდენტი გააკეთებს იმას, რაც ჩვენ გვსურს, ამის გაკეთება არ მოგვიწევს“.

„ჩვენ მზად ვართ“, - დასძინა ტრამპმა. „იცით, ჩვენ გვაქვს მეორე ტალღა, რომელიც გაცილებით დიდია, ვიდრე პირველი“.