მოვუწოდებთ აშშ-ის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და მისი მეუღლე - რუსეთის ელჩი გაეროში

რუსეთის ელჩი გაეროში

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ აშშ-ის შეიარაღებული აგრესიის აქტებს ვენესუელის წინააღმდეგ, რაც ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის დარღვევაა, ვენესუელის გატაცებული პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის აშშ-ში ყოფნის შესახებ დადასტურებულ ცნობებთან დაკავშირებით" - ამის შესახებ რუსეთის ელჩი გაეროში, ვასილი ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოზე განაცხადა.

რუსეთის ელჩი გაეროში მოუწოდებს აშშ-ის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და მისი მეუღლე.

"არ არსებობს და ვერ იარსებებს გამართლება იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა ცინიკურად ჩაიდინა კარაკასის მიმართ. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აშშ-ის შეიარაღებული აგრესიის აქტებს ვენესუელის წინააღმდეგ, რაც ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის დარღვევაა, ვენესუელის გატაცებული პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის აშშ-ში ყოფნის შესახებ დადასტურებულ ცნობებთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და მისი მეუღლე." - განაცხადა რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ.