მაიკ უოლცი მადუროზე: შეერთებულმა შტატებმა დააკავა ნარკოტრეფიკერი, რომელიც რომელიც წარდგება სასამართლოს წინაშე შეერთებულ შტატებში, კანონის უზენაესობის შესაბამისად, იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მან ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 15 წლის განმავლობაში ჩაიდინა

მაიკ უოლცი

"შეერთებულმა შტატებმა დააკავა ნარკოტრეფიკერი, რომელიც წარდგება სასამართლოს წინაშე შეერთებულ შტატებში, კანონის უზენაესობის შესაბამისად, იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მან ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 15 წლის განმავლობაში ჩაიდინა", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გაეროში, მაიკ უოლცი საუბრობს.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს არ მოუხდენია ქვეყნის ოკუპაცია, ეს იყო სამართალდამცავი ოპერაცია კანონიერი ბრალდებების საფუძველზე.

"როგორც სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, ვენესუელასა თუ მისი ხალხის წინააღმდეგ ომი არ მიმდინარეობს. ჩვენ არ მოგვიხდენია ქვეყნის ოკუპაცია. ეს იყო სამართალდამცავი ოპერაცია კანონიერი ბრალდებების საფუძველზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში არსებობდა. შეერთებულმა შტატებმა დააკავა ნარკოტრეფიკერი, რომელიც ახლა წარდგება სასამართლოს წინაშე შეერთებულ შტატებში, კანონის უზენაესობის შესაბამისად, იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მან ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 15 წლის განმავლობაში ჩაიდინა." - ამბობს მაიკ უოლცი.