1778915325
თუ ვენსი აშშ-ის პრეზიდენტად კენჭისყრას გადაწყვეტს, მე მას მხარს დავუჭერ - მარკო რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ NBC News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ, თუ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მომდევნო არჩევნებში პრეზიდენტად კენჭისყრას გადაწყვეტს, ის მას მხარს დაუჭერს.
როგორც რუბიომ აღნიშნა, ვენსი მისი კარგი მეგობარია და ის პრეზიდენტობის ფენომენალური კანდიდატი იქნება.
„ჯეი დი ვენსი ჩემი კარგი მეგობარია. თუ ჯეი დი გადაწყვეტს კენჭი იყაროს, ის ფენომენალური კანდიდატი იქნება. საჯაროდ მითქვამს და ახლა ვიტყვი, რომ მე ვიქნები პირველი ადამიანი, ვინც ხელს მოაწერს და მას მხარს დაუჭერს. ვფიქრობ, ჯეი დი ძალიან მაგარი იქნება“, - განაცხადა რუბიომ.
ჟურნალისტმა რუბიოს აგრეთვე ჰკითხა, განიხილავს, თუ არა ის საკუთარ თავს პრეზიდენტობის კანდიდატად, რაზეც მან უპასუხა, რომ კიდევ 2,5 წელიწადი მას სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობა მოუწევს და წინ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი.











