პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ს ორი საშინელი წელი ელოდება. ამის შესახებ მან ჩიკაგოში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„თუ ჩვენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს დავკარგავთ, წინ ორი საშინელი წელი გველოდება. კარგი ამბავი ისაა, რომ ვეტოს გამოყენების შესაძლებლობა მექნება“, - განაცხადა ბაიდენმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, შეინარჩუნებენ თუ არა დემოკრატები უმრავლესობას, თუ კონგრესზე კონტროლი რესპუბლიკელებს გადაეცემათ.