პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 15 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.
„ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებ სამშაბათს, 15 ნოემბერს, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს.
დღეს აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს.
4 ნოემბერს, გამოცემა Axios-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპის ახლო წრე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის14 ნოემბერს გამოცხადებას განიხილავს.
3 ნოემბერს აიოვას შტატში გამართულ მიტინგზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მას კვლავ მოუწევს კენჭის ყრა ქვეყნის სასიკეთოდ.