თუ პუტინს მიეცემა საშუალება, ძალით შეცვალოს ევროპის საზღვრები, ის ამას ისევ გააკეთებს სხვაგან - ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელების მხარდაჭერა და მათი სამხედრო წარმატება კვლავაც გასაოცარია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აჩვენა, რომ მისი ქვეყანა დაუმარცხებელია. ახლა არის დრო, რომ დასავლეთმა გააორმაგოს მხარდაჭერა და არა მერყეობა",- ამის შესახებ  ბორის ჯონსონი აცხადებს

"პუტინს სჯერა, რომ ჩვენ დავიღლებით უკრაინის მხარდაჭერით და დავიწყებთ უკრაინელების ფრთხილად წახალისებას, შეუთანხმდნენ ტირანს კრემლიდან, რაც არ უნდა გულის ამრევი იყოს ეს. ეს სრული სიგიჟე იქნება. ამ სასტიკ მკლავჭიდში უკრაინელ ხალხს შეუძლია და მოიგებს. თუ პუტინს მიეცემა საშუალება, ძალით შეცვალოს ევროპის საზღვრები, ის ამას ისევ გააკეთებს სხვაგან, ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიფერიაზე“, - აცხადებს ჯონსონი.