პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ადეიშვილი წლების განმავლობაში უნგრეთში იმალებოდა ვიქტორ ორბანის კალთების ქვეშ, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე წერს.
„თუ გაინტერესებთ, რა აღაშფოთებს ბევრ ქართველს ასე, ეს არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი სახელმწიფო მოღვაწის როლში. მის თანამდებობაზე ყოფნის დროს მოხდა უამრავი დარღვევა, რამაც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ განდევნა გამოიწვია, მაგრამ ადეიშვილი წლების განმავლობაში უნგრეთში იმალებოდა ვიქტორ ორბანის კალთების ქვეშ. უკრაინა-საქართველოს განხეთქილებას უფრო ღრმა, არაგეოპოლიტიკური ქვეტექსტი აქვს. ბევრი რიგითი ქართველისთვის, რომელიც ადეიშვილის მსხვერპლია, მისი რეაბილიტაციის ხილვა შოკია“, - წერს Twetter-ში პოლიტიკური მრჩვეელი.
ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.
If you want to know what gets many Georgians so riled up, it's seeing ex Justice Minister Adeishvili playing statesman. His tenure saw countless abuses that led to the UNM's ejection in 2012, but Adeishvili hid under Viktor Orban's skirts for years in Hungary. https://t.co/LJTGwtycP2
— Michael Hikari Cecire 🇺🇦 (@mhikaric) October 17, 2022