1738912683
თუ დაუყოვნებლივ კარდინალური ნაბიჯები არ გადაიდგმება, ამერიკა მომდევნო ომს ძალიან ცუდად წააგებს - ილონ მასკი ამერიკის შეიარაღების რეფორმაზე
![ილონ მასკი ილონ მასკი](https://primetime.ge/uploads/files/2025/01/16/109683/ilon-maski_w_h.jpeg)
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლისა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, თუ ამერიკა შეიარაღების სფეროში რეფორმას არ გაატარებს, შემდეგ ომს ის წააგებს.
„ამერიკის შეიარაღების პროგრამა მთლიანად უნდა შეიცვალოს. მიმდინარე სტრატეგია მცირე რაოდენობის შეიარაღების შექმნას მაღალი ფასის პირობებში გუშინდელი ომის საწარმოებლად გულისხმობს. თუ დაუყოვნებლივ კარდინალური ნაბიჯები არ გადაიდგმება, ამერიკა მომდევნო ომს ძალიან ცუდად წააგებს“, - დაწერა მასკა სოციალურ ქსელ X-ში.
მასკი ამერიკელი მეწარმის ჩამატ პალიჰაპიტიას პოსტსაც აზიარებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები მომდევნო 30 წლის განმავლობაში 364 გემის აშენებაზე 40 მილიარდი დოლარის, ანუ ერთ გემზე 3 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს. მეწარმე წერს, რომ ამ თანხის ნაწილით 10 ათასზე მეტი დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატის შეძენა შეიძლებოდა.
American weapons programs need to be completely redone.
— Elon Musk (@elonmusk) February 7, 2025
The current strategy is to build a small number of weapons at a high price to fight yesterday’s war.
Unless there are immediate and dramatic changes made, America will lose the next war very badly. https://t.co/wJfDROM7kz