ცნობილია ვინ იქნება 73-ე ბერლინალეს ჟიურის თავმჯდომარე

ბერლინალე

მსახიობი კრისტენ სტიუარტი ბელინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჟიურის თავმჯდომარე გახდება. ინფორმაციას ფესტივალის პრესსამსახური ავრცელებს.

„მოხარულები ვართ, რომ კრისტენ სტიუარტი ამ გამორჩეულ ამოცანას მოეკიდა. ის თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მრავალფეროვანი მსახიობია და ეკრანზე სხვადასხვა პერსონაჟი გააცოცხლა - ბელა სვონით დაწყებულ, უელსის პრინცესით დამთავრებული. სტიუარტ იდეალური ხიდი გახდება აშშ-სა და ევროპას შორის“, - დარწმუნებულები არიან ფესტივალის ორგანიზატორები.

73-ე ბერლინალე 16-26 თებერვალს გაიმართება. წელს ღონისძიების ლოზუნგია „მოდით ერთად შევიკრიბოთ“ (Let’s Get Together).