დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მედიაში გავრცელებული ცნობით, დარია დუგინას მანქანის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო “ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ”. დაჯგუფება განადგურებით დაემუქრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც. შესაბამისი განცხადება მათ ცოტა ხნის წინ გაავრცელეს.
"ჩვენ, რუსი აქტივისტები, სამხედროები და პოლიტიკოსები, ახლა უკვე პარტიზანები და ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლები, უკანონო მეომრები, ყაჩაღები და რუსეთის ხალხების მჩაგვრელები!
ჩვენ, პრეზიდენტ პუტინს ძალაუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ ვაცხადებთ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რუსი ჯარისკაცები უაზრო სიკვდილისთვის გაიმეტა.
ზოგისთვის სიღარიბე და კუბოები, ზოგისთვის კი სასახლეები - ეს მისი პოლიტიკის არსია.
ჩვენ გვჯერა, რომ უუფლებო ადამიანებს ტირანების წინააღმდეგ აჯანყების უფლება აქვთ.
ჩვენ პუტინს გადავაყენებთ და გავანადგურებთ!
ჩვენი მიზანია, შევაჩეროთ რუსეთისა და მისი მეზობლების ნგრევა, შევაჩეროთ კრემლის რამდენიმე ბიზნესმენის საქმიანობა, რომლებმაც მიისაკუთრეს ჩვენი ხალხის სიმდიდრე და ქვეყნის შიგნით და მის გარეთაც დანაშაულს სჩადიან.
რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და რეგიონული ადმინისტრაციების თანამდებობის პირებს უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ - ვინც არ გადადებს უფლებამოსილებას, გავანადგურებთ.
ბიზნესმენებს, რომლებიც ფულს კორუფციითა და ჩინოვნიკებთან კავშირებით შოულობენ, სამშობლოს მოღალატეებად და უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ. ვინც არ მოინანიებს და ამ ხელისუფლებისა და მისი ომის წინააღმდეგ საჯაროდ არ ილაპარაკებს, გავანადგურებთ.
უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსაც. გავანადგურებთ მათ, ვინც იარაღს არ დადებს. გავანადგურებთ მათაც, ვინც ომით ფულს შოულობს.
ჩვენ გვახსოვს რუსეთში სახლების დაბომბვა, რამაც პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა. ვიცით, რომ რეჟიმი ამაზრზენი დანაშაულით არ გაჩერდება. და ჩვენ ვაცხადებთ: ჩვენ ვახორციელებთ ქმედებებს მხოლოდ ამ ძალაუფლების მქონე პირების წინააღმდეგ. სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ დავესხმებით და თუ პუტინის უშიშროება პროვოკაციებს მოაწყობს და მსხვერპლს ჩვენ მოგვაწერს, არ დაუჯეროთ.
მოვუწოდებთ რუსეთის არმიის ჯარისკაცებს, შეწყვიტონ სროლა ჩვენს ძმებზე სხვა ქვეყნებიდან - საქართველოდან, სირიიდან და აშ.
მოვუწოდებთ ყველა რუსს, შემოუერთდეს ჩვენს რიგებს და პუტინის ხელისუფლების მიერ შეურაცხყოფილი სამფერიანი დროშის ნაცვლად რუსეთის ახალი თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშა აღმართოს.
მოვუწოდებთ ყველას, ვინც მზადაა ბრძოლისთის, მიბაძოს ჩვენს მაგალითს და დაამხოს ეს არაადამიანური, თვალთმაქცური და ანტისახალხო რეჟიმი!
ჩვენ მიუღებლად ვთვლით, რომ მთელ მსოფლიოში დაიწყეს ომის დანაშაულების გამო რუსების ცილისწამება - ეს მათი დანაშაულია ვისაც არც ეროვნება აქვს და არც სამშობლო და უყვარს მხოლოდ ფული და ძალაუფლება.
მსოფლიო არ არის რუსეთის მტერი და რუსეთი არ არის კაცობრიობის მტერი - ჩვენ ამას საქმით დავამტკიცებთ!
ჩვენ დავიცავთ ყველას, ვინც ჩვენს მოწოდებას მიჰყვება. ყველა, ვინც ახორციელებს ჩვენს პროგრამას რეჟიმის შეცვლამდე, თავისუფლდება უზურპატორის კანონმდებლობით პასუხისმგებლობისგან.
ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ჩვენ დაუყოვნებლივ გავათავისუფლებთ პუტინის ხელისუფლების მიერ უკანონოდ მსჯავრდებულებს. ჩვენ მივცემთ თავისუფლებას რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს და ახალ საზოგადოებას ავასენებთ - საზოგადოებას ოლიგარქების, კორუფციის, თანამდებობის პირების თვითნებობის გარეშე.
საზოგადოებას, რომელშიც ყველას საკუთარი საქმე ექნება. საზოგადოებას ომებისა და ძალადობის გარეშე. ასევე, საზოგადოებას, რომელშიც ძალაუფლება ხალხის საკუთრება იქნება და სადაც მოქალაქეები ლიდერებს თავად აირჩევენ და თავიანთი ქალაქებისა და სოფლების ცხოვრებას მოაწყობენ.
საზოგადოებას, რომელშიც მმართველები თავიანთი სიდიადისთვის ადამიანების გაწირვას ვერ შეძლებენ და იფიქრებენ განათლებაზე, მედიცინასა და მეცნიერულ წინსვლაზე.
საზოგადოებას, რომელშიც ყველა იამაყებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზეა დაბადებული და იქ ცხოვრება მოუნდება!
გაუმარჯოს თავისუფალ რუსეთს! სადაც არ უნდა იყოთ, იბრძოლეთ ჩვენთვის, ჩვენთან და ჩვენზე უკეთ! გავწმინდოთ ჩვენი სამშობლო სიბინძურისგან! ჩვენ გავიმარჯვებთ, - წერენ ისინი.
ცნობისთვის, დარია დუგინა საკუთარ ავტომობილში 20 აგვისტოს, გვიან ღამით ააფეთქეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტი თავად პუტინის პროპაგანდისტის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი, თუმცა დუგინი ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ტერაქტი დაგეგმილი იყო. ოფიციალური კრემლი არაფერს ამბობს, მაგრამ მათთან დაკავშირებული წყაროები მომხდარში უკრაინას ადანაშაულებენ. ოფიციალური კიევი კი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
ცნობისთვის, დარია დუგინა მხარს უჭერდა ომს უკრაინაში და პირადი კომუნიკაცია ჰქონდა ე.წ "დონბასის სახალხო ლაშქრის" მებრძოლებთან. ომის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, ის დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის მიერ სანქცირებული იყო.