„თქვენი დრო დგება“ - ზოდიაქოს 3 ნიშანს იანვრის მეორე ნახევარში იღბალი ეწვევა
1768329478
ახალ ზელანდიაში მამაკაცი ერთ-ერთ ოფისის შენობაში საკვების გამო შეიჭრა. ამის შესახებ გამოცემა Stuff წერს.
გავრცელებული ცნობით, ქურდი არ შეხებია ძვირად ღირებულ ტექნიკას. ამის ნაცვლად, მან სამუშაო მაგიდებიდან საკვები და სამზარეულოდან პროდუქტებით სავსე სადღესასწაულო საშობაო კალათები მოიპარა. ამასთან ქურდმა დატოვა ბოდიშის წერილიც.
„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ბოდიში. ციოდა, სველი ვიყავი და მშიერი. უკვე ერთი წელია სამსახურს ვეძებ. ახლა საერთოდ არ გვაქვს შემოსავალი.“
კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მომხდარის გამო ისინი არ გაბრაზებულან, პირიქით მომხდარმა ქურდის მიმართ თანაგრძნობა გაუჩინათ. „ყველამ ვიფიქრეთ, რომ ეს საკმაოდ სამწუხარო ამბავი იყო. ეს იყო პატიოსანი ქურდი. მას უბრალოდ საჭმელი უნდოდა. ალბათ უკიდურეს სასოწარკვეთაში იყო, რადგან აიღო მხოლოდ ნახევარი ყუთი კრეკერი, ორი პატარა ქილა ტუნა და ცოტა სწრაფად მოსამზადებელი ლაფშა“, - განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
პოლიციამ ზარალი 700 ახალზელანდიურ დოლარად შეაფასა და საქმე მტკიცებულებების არარსებობის გამო დახურა. რამდენიმე დღის შემდეგ ოფისში კვლავ ვიღაც შეიჭრა.